თავში

დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია, ეს უკონტროლო ბოროტებაა - ბაია პატარაია

დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია, ეს უკონტროლო ბოროტებაა - ბაია პატარაია
დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია, ეს უკონტროლო ბოროტებაა - ბაია პატარაია

პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია. სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია. "ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას - ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელმა დაწერა.

აღნიშნულით, ბაია პატარაია სამეგრელოში მომდარ ფაქტს გამოეხმაურა, როცა პედოფილიაში ბრალდებულების სახლი თანასოფლელებმა პოლიციელის თანდასწრებით დაწვეს. 

"დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.

მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.

გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.

სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ - ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან" - წერს ბაია პატარაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system