თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირების სულ 49 შემთხვევა დადასტურდა. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული თანამშრომლების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თბილისში მთავარი ოფისები: ლაბორატორია ლუგარი და კიდევ ჰედოფისი, ასევე, გვაქვს რეგიონებში კიდევ 9 განყოფილება და ჩვენ სულ, ორშაბათის მონაცემებით გვყავდა 49 ინფიცირებული, მაგრამ იქიდან უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და სამსახურშია დაბრუნებული. გვაქვს ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, დაგვეღუპა წამყვანი ეპიდემიოლოგი ქუთაისში,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდ და ინფიცირებულთა რაოდენობა 152 704-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი და საერთო რაოდენობა 126 904-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 425 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system