თავში

დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა ეს არ გამოიყენოს - კულუმბეგოვი

დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა ეს არ გამოიყენოს - კულუმბეგოვი
დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა ეს არ გამოიყენოს - კულუმბეგოვი

ვაქ­ცი­ნა 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე არ არ­სე­ბობ­და. ვფიქ­რობ, და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია, რომ დღეს ადა­მი­ან­მა არ გა­მო­ი­ყე­ნოს ეს და ამით ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სა­კუ­თარ თავს და შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სასიხარულოა, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა, თუმცა არსებული აქტივობა საკმარისი არ არის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღეში და­ახ­ლო­ებთ 25 000-მდე ავიდეს.

"რაც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა. რაც გან­გვას­ხვა­ვებს მე­ო­რე ტალ­ღის­გან, ეს არის, გაგ­ვჩინ­და დაც­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი ფარი, რო­მე­ლიც ხელ­ში გვი­ჭი­რავს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და ესაა ვაქ­ცი­ნა­ცია. ამის რე­სურ­სი 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე არ არ­სე­ბობ­და და ვფიქ­რობ, ეს არის და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი, რომ ადა­მი­ან­მა არ გა­მო­ი­ყე­ნოს ეს და ამით ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სა­კუ­თარ თავს და შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ახლა ყვე­ლა პრე­ტენ­ზი­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მორ­გე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის არ­ჩე­ვა­ნი და მე­ნიუ გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან კარ­გია ტენ­დენ­ცია, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ, ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მა­ტე­ბაა, რაც ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ გვინ­და, რომ კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი იყოს, დღე­ში 20-25 ათა­სი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს და ამ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გა­და­ნა­წილ­დეს 2-3 თვე­ზე - ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცია“, - თქვა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის „დელ­ტა“ შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია.

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბრი­ტა­ნეთ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მათი სა­ან­გა­რი­შო მოხსსე­ნე­ბა რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბის თა­ო­ბა­ზე და მათ ნა­ხეს, რომ „დელ­ტა“ ვა­რი­ანტს „ალფა“ ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნი­დან 6 თვის შემ­დგომ, 1,5-ჯერ მეტი რე­ინ­ფი­რე­ბის რის­კი აქვს, ვიდ­რე „ალფა“ ვა­რი­ანტს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system