თავში

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის- არიან დაკავებულები

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის- არიან დაკავებულები
დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის- არიან დაკავებულები

ხმაური ბათუმში - საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის გათავისუფლების მოთხოვნით ჯერ აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადმინისტრაციული წესით 30-მდე პირი დააკავეს, ისინი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობაში დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system