თავში

"დარწმუნებული იყო, რომ გაცივდა... ვღელავ, რადგან დღემდე არსებობს გართულების რისკი"

"დარწმუნებული იყო, რომ გაცივდა... ვღელავ, რადგან დღემდე არსებობს გართულების რისკი"
დარწმუნებული იყო, რომ გაცივდა... ვღელავ, რადგან დღემდე არსებობს გართულების რისკი

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია იხსენებს, რომ თენგიზ ცერცვაძე, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, ადრეულ სიმპტომებს გაციებას მიაწერდა, რადგან ბოტანიკურ ბაღში, ერთ-ერთი ღონისძიების დროს, რომლის დროსაც ღია ელექტრომობილით მოუხდა გადაადგილება, საკმაოდ ციოდა. 

ანა თოფურიას თქმით, მიუხედევად იმისა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და თავს მხნედ გრძნობს, მაინც ღელავს, რადგან თანხმლები დაავადების გამო, თენგიზ ცერცვაძეს იმუნოდეფიციტი აქვს, ამასთან ის, ასაკის გამოც რისკჯგუფშია.  ამასთან, ანა თოფურია განმარტავს, რომ თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს სტრესიული პერიოდისა და დატვირთული სამუუშაო გრაფიკის გამო გადაღლილი იყო. 

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს - ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. დღესათვის თავს უკეთ გრძნობს და რაც მთავარია ოპტიმისტურად არის განწყობილი.

თავიდან თენგიზს ეგონა, რომ გაციებული იყო. სანამ კორონავირუსი დაუდატურდებოდა, ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორანიზებულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ტონინო გუერას სახელობის "დავიწყებული ხილის ბაღის" მოწყობის მიზნით ნერგები დავრგეთ. ძალიან შეგვცივდა, რადგან იქიდან ღია ელექტრომობილით წამოვედით. თენგიზმა მითხრა, დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩები გაციებასო. მეორე დილით ხმა დაკარგული ჰქონდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, თუმცა თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ტესტმა დადებითი აჩვენა. მე თავიდან არანაირი სიმპტომი მქონია. მეორე დღეს ტესტი გავიკეთე და როგორც მოსალოდნელი იყო, მეც კოვიდდადებითი აღმოვჩნდი. უკვე მესამე დღეს ვიგრძენი ყელის წვა და ჩახეხვის მსგავსი მცირედ გამოხატული ტკივილი. ორი დღე მქონდა საღამოობით 37,2 გრადუსი ტემპერატურა. ამასთან, მქონდა მინიმალურად გამოხატული მხრის კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა. სამაგიეროდ, მკვეთრად გამოხატული მქონდა, როგორც უკვე გითხარით, შიშის გრძნობა, ნერვული დაძაბულობა, შფოთი და საშიშროების მოლოდინის განცდა. დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო გადაღლილი სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულებების რისკი" - განაცხადა ანა თოფურიამ Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში. 

თენგიზ ცერცვაძის მეუღლის თქმით, მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. ანა თოფურია ამბობს, რომ მას ზღვა ენერგია აქვს, პაციენტი იმედიანად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ვირუსს დაამარცხებს. 

"72 წლის გახლავთ. ასაკი, რასაკვირველია, რისკჯგუფია, თუმცა თენგიზი ძალიან მხნე და ენერგიული ადამიანია. სხვათა შორის, მის ასაკზე ბევრს საუბრობდნენ უარყოფით კონტექსტშიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თენგიზს ამ ასაკში გააჩნია უზღვავი ენერგია, მხნეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგროვილი აქვს უდიდესი ცოდნა და გამოცდილილება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი პაციენტებისათვის. თენგიზ ცერცვაძისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია! ახლაც, თავად კოვიდინფირებული და ავადმყოფი, აქტიურადაა ჩართული კლინიკის საქმეებში და მძიმე პაციენტების მართვაში. გაოცებული ვარ, როდესაც არაკეთილისმოსურნეები მის ასაკზე აკეთებენ აქცენტს. სხვათა შორის, 20 ნოემბერს ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაბადების დღე ჰქონდა. მას 78 წელი შეუსრულდა! რასაკვარველია, იმედიანი განწყობა აქვს! ის აუცილებლად დაამარცხებს კორონავირუსს და კიდევ დიდხანს იდგება პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თენგიზი არის საკუთარ პროფესიაზე და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქირდა, მან დაიწყო აქტიურად მედ-პერსონალის გადამზადება და დატრენინგება, რათა მომზადებული შეხვედროდა ჩვენი ქვეყანა ახალ გამოწვევას, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის რეალობა შეცვალა. ვფიქრობ, კორონავირუსის დამარცხებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნება-განწყობას. თენგიზ ცერცვაძეს კი როგორც ყოველთვის, საბრძოლო განწყობა აქვს!" - აცხადებს ანა თოფურია.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს ანა თოფურიასაც.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 ნოემბერს გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system