თავში

დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სამიზნე ჯგუფის მობილიზების მიზნით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა თბილისსა და ქუთაისში, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან.

დაინტერესებული სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ ეწვიონ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებს თბილისსა და ქუთაისში, სადაც მათ სააგენტოს დასაქმების კონსულტანტი/ქოუჩი მათ ინდივიდუალური მიდგომის და კონსულტირების საფუძველზე გაუწევს მხარდაჭერას დასაქმების პროცესში.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მისამართებია:

ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. N33;

ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N66ა;

ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრი: ქ. ქუთაისი, ტაბიძის ქ. N40.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ESCape დასაქმების ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა შემდეგი მექანიზმებით: საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარ-ჩვევების განვითარება და ძირეული კომპეტენციების გაუმჯობესება, ინტენსიური კონსულტირების ახალი მოდელის დანერგვით და „რთულად დასასაქმებელი“პირებისათვის ძირითადი კომპეტენციების შესწავლა.

პროექტის სამიზნე ჯგუფია ე.წ. „რთულად დასასაქმებელი“ სამუშაოს მაძიებლები. პროექტის ფარგლებში დასაქმებული კონსულტანტები (ქოუჩები) რეფერირებულ სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან ბარიერების დაძლევაში, მოტივაციის გაზრდასა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system