თავში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

​დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლებს, ტყისპირა ზოლების მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ. მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და ბრძოლის ღონისძიებები.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან report.ge-ს აცნობეს, აზიური ფაროსანა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მცირე რაოდენობით ფიქსირდება, ძირითადად ტყისპირა ზოლების მიმდებარედ, მიტოვებულ შენობებსა და სახლებში.

მონიტორინგის პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც სპეციალისტები ადგილობრივებს ინფორმაციას აწვდიან სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ამ ეტაპზე, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა – საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასთან მექანიკური მეთოდების გამოყენებით ბრძოლა.

ადგილობრივები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო შეხვედრების წყალობით, მავნებელთან დაკავშირებით, ბევრად ინფორმირებულები არიან.

2019 წელს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 258 000 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით - 136 851.40 ჰა ფართობი. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system