თავში

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამარშუტო ტაქსში 10-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system