თავში

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია თბილისში - PHOTO

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია თბილისში - PHOTO
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია თბილისში - PHOTO

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისში. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად გარდაცვლილია ,,ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრი, მძღოლი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ,,ჰონდას" მარკის ავტომანქანა ავარიის დროს გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბორდიურს, რის შედეგადაც დაშავდა მძღოლი. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნამსხვრევებმა კიდევ ერთი, ,,ტოიოტას" მარკის ავტომობილი დააზიანა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system