თავში

დაშვებული იყო შეცდომა - თენგიზ ცერცვაძე

დაშვებული იყო შეცდომა - თენგიზ ცერცვაძე
დაშვებული იყო შეცდომა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების მიერ წაქეზებულად მიიჩნევს, მათ მოთხოვნებს კი პოპულისტურს უწოდებს. 

ის შეზღუდვების მოხსნის რისკებსაც განმარტავს და ამბობს, თუ ყველაფერი ერთად გაიხსნება, ამას დიდი აფეთქება მოჰყვება. 

“დავუშვათ, მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ, დამეთანხმეთ, ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების მიერ, რომლებიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა. მაგრამ ყველა შეზღუდვა რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას, ამას მოჰყვება ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან, იგივე ადამიანებს დაარტყამს და აიძულებს პანდემია ხელახლა ჩაიკეტონ და სახელმწიფო ცდილობს ეს არ დაუშვას, ცდილობს ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა და ბიზნეს თუ პირადი აქტივობა, რომ ეს მდგომარეობა, რასაც ახლა მივაღწიეთ, შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს”, – ამბობს ცერცვაძე “პალიტრა ნიუსთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, ზაფხულში ხელისუფლებამ არ გამოიჩინა საკმარისი სიმკაცრე და პრინციპულობა, დაუთმო მოსახლეობას, რის გამოც ეპიდვითარება კადრინალურად შეიცვალა ნოემბერ-დეკემბერში. 

ცერცვაძე აცხადებს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია, რამდენადაც მისი თქმით დიდია რისკი, რომ იგივე გამეორდეს. 

“ზაფხულში დაშვებულ იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე. მაშინაც მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ, რომ არ ყოფილიყო სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის აჭარაში ზაფხულის სეზონი ნორმალურად ჩატარებულიყო. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, დაუთმო მოსახლეობის სურვილს, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერსა და დეკემბერში.

ახლა თუ იგივეს გავიმეორებთ, იგივე შეცდომას და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც განმეორდა ნოემბერ-დეკემბერში, და მერე ხელახლა იქნება სათქმელი ის, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ” ,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში “რეზიუმე”

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system