თავში

დასჯა ყოველთვის გამოსავალი არ არის - ანდრია სარია

დასჯა ყოველთვის გამოსავალი არ არის - ანდრია სარია
დასჯა ყოველთვის გამოსავალი არ არის - ანდრია სარია

დასჯა ყოველთვის გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ განაცხადა, რითაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პოზიციები მიუღებელი იყო, თუმცა იმედს იტოვებს, რომ საბოლოო ჯამში კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ. 

"იქ იყო ბოლოდროინდელ განცხადებებზე, მათ უნდოდათ ჩემი ახსნა-განმარტების გაგება. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებები როგორც ყოველთვის, ახლაც სიახლე არ იყო, ამ ფონს შეუძლებელია თან არ ახლდეს, არავის შეურაცხყოფას მიზნად ეს არ ისახავს. დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი. იყო რა თქმა უნდა ბოლო ნაწილში განმარტებები გაუგებარი, ჩემი მხრიდანაც მათთვის მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ", - განაცხადა მამა ანდრია სარიამ. 

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განემარტა, რომ მისი ქცევა  მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system