თავში

,,ბოჭორიშვილში" კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა, აქედან ერთი 6 წლის ბავშვია

,,ბოჭორიშვილში" კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა, აქედან ერთი 6 წლის ბავშვია
,,ბოჭორიშვილში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა, აქედან ერთი 6 წლის ბავშვია

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი კიდევ 3 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან ერთი 6 წლის ბავშვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

,,სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედა- შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

მისივე თქმით, კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება და ის ახალგაზრდა კაცია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისათვის 51 პაციენტი მკურნალობს, 16-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მათგან 7 არასრულწლოვანია.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადატურებული.

გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი. 

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system