თავში

დასტურდება თუ არა გარდაცვალება ორჯერადად აცრილებში - გამყრელიძის განმარტება

დასტურდება თუ არა გა
დასტურდება თუ არა გარდაცვალება ორჯერადად აცრილებში - გამყრელიძის განმარტება

2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, აქ არის კრიტერიუმები იყო თუ არა მეორე აცრიდან 14 დღე და ა.შ. ეს ყოველივე გამოქვეყნდება არაფერი დასამალი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ორი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაზე კომენტირებისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენა.

„ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8% ინფიცირების მაჩვენებელი და ორჯერადად აცრილებში 0,3% გვაქვს. გიდასტურებთ, რომ ერთჯერადად აცრილებში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 12 შემთხვევაა. არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა ივლისის 5 რიცხვამდე ორჯერადად აცრილებში, მიმდინარეობს კვლევა, იყო თუ არა ეს დაკავშირებული 2 შემთხვევასთან.

გიდასტურებთ რომ, ჯერ არ არის საბოლოო დასკვნა, დადასტურებული იყო თუ არა ეს ორჯერადად აცრილ ადამიანზე. 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, აქ არის კრიტერიუმები იყო თუ არა მეორე აცრიდან 14 დღე და ა.შ. ეს ყოველივე გამოქვეყნდება არაფერი დასამალი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system