თავში

"დათა პაპა აღარ არის" - საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

"დათა პაპა აღარ არის" - საოკუპაციო ზოლზე
დათა პაპა აღარ არის - საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტი დავით კაკულია სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ჟურნალისტი წერს, დათა პაპა ისე გარდაიცვალა, საკუთარი სახლი მავთულხლართებიდან ვერ გაათავისუფლა.

"დათა პაპა აღარ არის...რუს ოკუპანტებთნ ბრძოლის ერთ-ერთი და გამორჩეული სიმბოლო გარდაიცვალა.  გარდაიცვალა ისე, რომ მავთულხლართებიდან ვერ გაათავისუფლა საკუთარი სახლი... რა შეთანხმება, რა პოლიტიკური ამბიციები... ამ უმძიმეს ამბავზე მაინც შეთანხმდით, მიდით ხურვალეთის მავთულხლართებთან და პატივი მაინც მიაგეთ ღირსეულად...",წერს ჟურნალისტი დავით კაკულია. 

დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრი იყო, რომელიც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დათმოს. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system