თავში

დათა ვანიშვილის სამძიმარზე, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ

დათა ვანიშვილის სამძიმარზე, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ
დათა ვანიშვილის სამძიმარზე, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ

სოფელ ხურვალეთში, დათა ვანიშვილის სამძიმარზე, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. 

აქტივისტებმა დატა პაპას პატივსაცემად ყვავილები მავთულხლართებთან მიიტანეს

"სახლი არ დატოვო არსად წახვიდე, არ წაგვართვან, თუ რამეა ქართველები მოგხედავენო"- ეს არის დათა პაპას ბოლო სიტყვები, რომელიც მან თავის მეუღლეს სიკვდილის წინ დაუბარა.

დათა ვანიშვილის ოჯახს დაკრძალვისა და ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაუტანეს და მავთულხლართებიდან გადააწოდეს.

სამოქალაქო აქტივისტების გარდა სამძიმარზე პოლიტიკოსებიც მივიდნენ.

ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრი 88 წლის დათა ვანიშვილი ყველაზე აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა და 19 მარტს გარდაიცვალა, მას ხვალ დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system