თავში

სტიქია აჭარაში - დამსვენებლები ბათუმს ვერ ტოვებენ - PHOTO

სტიქია აჭარაში - დამსვენებლები ბათუმს ვერ ტოვებენ - PHOTO
სტიქია აჭარაში - დამსვენებლები ბათუმს ვერ ტოვებენ - PHOTO

ძლიერი ნალექის გამო, ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე  სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც Report.ge-ს ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მათ სურდათ ბათუმიდან ქუთაისში დაბრუნება, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებენ ქალაქის დატოვებას.

"ბათუმიდან მივდივართ ქუთაისში, პირველის ნახევრის შემდეგ ველოდებით, რომ ბათუმიდან გამოსასვლელი გზა გაიხსნას. როგორც პატრული გვეუბნება მახინჯაურში გზა არის დატბორილი, რომლის გაწმენდას წვიმის გადაღების შემდეგ ორი საათი დასჭირდება. გაუვალი საცოვებებია, გზაზე წყალი მუხლამდეა. პატრულმა გვირჩია უკან, ბათუმში დაბრუნება, მე და ჩემი ერთი მეგობარი დავბრუნდით ქალაქში, ნაწილი კი იქ დარჩა. ველოდებით გზის გახნას, რომ იქნებ ქალაქიდან გავაღწიოთ, მაგრამ გადაუღებლად წვიმს,"- განაცხადა თათია ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, დილიდან ბათუმში ძლიერი ნალექის შედეგად ცალკეული ქუჩები დაიტბორა.






ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system