თავში

დატბორილი ნაკვეთები და გზები, ჩამოწოლილი მეწყერი - სტიქია სამეგრელოში - PHOTO

დატბორილი ნაკვეთები და გზები, ჩამოწოლილი მეწყერი - სტიქია სამეგრელოში - PHOTO

კოკისპირულმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.

რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ბეტონის ღობე.

დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რამდენიმე ოჯახს ძლიერმა ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system