თავში

დატბორილი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები - სტიქია სამტრედიაში

​დატბორილი სახლები სტიქია სამტრედიაში
დატბორილი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები - სტიქია სამტრედიაში

სამტრედიაში, რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონაში იმყოფრებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

"მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება."- განუცხადა სამტრედიის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ Report.ge-ს.

საქართველოში მეორე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system