თავში

დაწესდება თუ არა დამატებითი რეგულაციები - განმარტება

დაწესდება თუ არა დამატებითი რეგულაციები - განმარტება
დაწესდება თუ არა დამატებითი რეგულაციები - განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსჯელობები გაგრძელდება, ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. 

მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება და ყველაფერი დროული იყოს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system