თავში

"დაწყებული ეს ძალიან მაგარი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" - პატარა ნიკუშას დახმარება სჭირდება

"დაწყებული ეს ძალიან მაგარი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" - პატარა ნიკუშას დახმარება სჭირდება
დაწყებული ეს ძალიან მაგარი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ - პატარა ნიკუშას დახმარება სჭირდება

პატარა ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი 2017 წელს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სის გა­მო­საშ­ვებ ზე­იმ­ზე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი.

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბავშვს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონდა. მას თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­უდ­გი­ნეს. ამის შემდეგ იყო ურ­თუ­ლე­სი გზა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. 

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ერ­თხელ მოხ­ვდა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, 10 წლის ნი­კუ­შას ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ნიკუშამ დაბრკოლებები გადალახა. მას თირკმლის ტრანსპლანტაცია სჭირდება და ამჟამად მის ორგანიზმს ახალი ორგანოს მიმღებლობის დონე მაღალი აქვს. ოჯახი ეძებს, როგორც დონორს, ისე ფინანსურ სახსრებს. ამის შე ქსახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათია ზუხბაია წერს. 

"მეგობრებო ამ საოცარ ადამიანთან დაკავშირებულ პირველივე პოსტს, დიდი გამოხმაურება მოყვა, თქვენი დახმარებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა! საბედნიეროდ ნიკოლოზს ახალი ორგანოსთვის მიმღებლობის დონე ახლა მაღალი აქვს, თუმცა აქამდე იყო ძალიან დიდი და რთული გზა, ამ პატარა ადამიანის ბრძოლის უნარიანობის დონეს ყველა განცვიფრებაში მოყავდა , ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, დაძლია ინსულტი და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული მაგრამ იბრძოდა! ბოლომდე და კაცურად იბრძოდა! მისმა ოჯახმა ძალიან მტკივნეული დღეები გადაიტანა ეს ყველაფერი თავისთავად გარკვეულ დროს და დროსთან ერთად ფინანსებს მოითხოვდა...თუმცა საოცარია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოვლენების პარალელურად ოჯახი თავისი ინიციატივით დამიკავშირდა და მთხოვა თქვენთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში მათ ფინანსური პრობლემა აღარ ჰქონდათ, თქვენს მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო და შეეძლოთ თავად გამკლავებოდნენ ყველაფერს, ხოლო ნიკოლოზის სახელზე არსებული თქვენი შესაწირი სხვა იმ ოჯახებისთვის გაგეღოთ, ვისაც უფრო სჭირდებოდა...

უდიდესი პასუხისმგებლობა მადლიერება და თავდამბლობაა ამ საოცარ ოჯახში!
ასეთი ოჯახის შვილია ნიკოლოზი!

ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ მის დასახმარებლად, და დაწყებული ეს ძალიან მაგარი
საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

ამჯერად დახმარება ორი მიმართულებით არის საჭირო:
თქვენი სურვილის და შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩავრიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა.
გთხოვთ გამომეხმაუროს ყველა ის ადამიანი, ვინც გამოთქვით სურვილი ნიკოლოზის შესაძლო დონორი გამხდარიყავით..

არ ვიცი სამედიცინო თვალსაზრისით თქვენი და ნიკოლოზის გზები შემდგომში როგორ გადაიკვეთება მაგრამ თქვენი ამ გადაწყვეტილების ჩანაფიქრშივე პოტენციური გმირები ხართ!

ეს ამბავი ძალიან მალე დამთავრდება და მას ექნება ბედნიერი დასასრული, და მე ამ დასასრულზეც მოვყვები! 

ანგარიშის ნომერი:

#საქართველოს ბანკი : GE06BG0000000791931400


#თიბისი ბანკი : GE93TB7404545061100033
მიმღები : ზურაბ ჭიჭიკოშვილი." - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system