თავში

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს კიდევ ერთი დაემატა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს კიდევ ერთი დაემატა
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს კიდევ ერთი დაემატა

წითელი მშრალი ღვინო "ახოები" სააქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის ღვინოების სიას შეემატა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ღვინის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს. 

"ახოების" მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system