თავში

"დაუჯერებელი რამ მოხდა" - გიორგი ფხაკაძე

"დაუჯერებელი რამ მოხდა" - გიორგი ფხაკაძე
დაუჯერებელი რამ მოხდა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე "ფაიზერის" ვაქცინის სრულ ავტორიზაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მოხდა ის, რაც არის დაუჯერებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა და მეცნიერება არის ძალიან მაგარი რამ. მართლაც დაუჯერებელია, "ფაიზერის" ვაქცინამ ორ წელში შეძლო ის, რასაც სჭირდებოდა 5 წელი. 

დიახ, 5 წელი სჭირდებოდა ვაქცინის დამტკიცებას, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით, მედიცინით ეს შესაძლებელი გახდა. 

პროგრესი მიდის წინ. ეს ნიშნავს, იმას რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს, პირველი უსაფრთხო, ეფექტური და დამტკიცებული ვაქცინა", - ამბობს  გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქლაივში". 

ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system