თავში

დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა - რელიგიათა საბჭო

დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა
დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა - რელიგიათა საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გმობენ.

განცხადების ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღკვეთოს მომხდარი, ასევე, უზრუნველყოს რწმენის თავისუფლება ებრძოლონ ქსენოფობიასა და სიძულვილს.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გამო. რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე დევნის გამოვლინებები შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს"- აღნიშნულია განცხადებაში.

რელიგიური გაერთიანებების თქმით, ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობას შორის დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მუსლიმების მიერ სალოცავის გახსნის შემდეგ. ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი სალოცავის გახსნის წინააღმდეგ გამოდიოდა.

12 იანვარს სოფლის ცენტრში დაპირისპირება მოხდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი დაზიანდა. 

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩოხატაურში ჩავიდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system