თავში

დაუშვებელია ამნისტია არაადამიანური ქმედებების ჩამდენ პირებზე გავრცელდეს - ფავლენიშვილი

დაუშვებელია ამნისტია არაადამიანური ქმედებების
დაუშვებელია ამნისტია არაადამიანური ქმედებების ჩამდენ პირებზე გავრცელდეს - ფავლენიშვილი

20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს.

აქტივისტები მოითხოვენ, 20 ივნისის ღამეს მომხდარ ყველა დარღვევას ამნისტია არ შეეხოს და ისე მოხდეს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, დაუშვებელია, რომ ამნისტია არაადამიანური და არაჰუმანური მოქცევის ჩამდენ პირებზე გავრცელდეს. 

"20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართეთ დასახმარებლად, რომ შედგეს ისეთი შეთანხმება და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ისეთი გზა მოიძებნოს, რომელიც ჩვენს უფლებებს კიდევ ერთხელ არ შელახავს. ჩვენი უფლებები ერთხელ უკვე შეილახა მაშინ, როდესაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა საქართველოს შს სამინისტრომ 20 ივნისის ღამეს. ბევრმა ჩვენგანმა ზიანი მიიღო, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და სხვამ. ჩვენს დიდ ნაწილს სასამართლოში საქმეები აქვს შეტანილი, როგორც ადგილობრივ ინსტანციებში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არ შეიძლება ამნისტია შეეხოთ აღმასრულებლებს და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს 20 ივნისის სისხლიანი ღამე. ეს არის არაჰუმანური მოპყრობა. როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ადგილობრივი პრინციპებით არ არის დასაშვები, რომ ამნისტია გავრცელდეს არაადამიანური და არაჰუმანური მოქცევის ჩამდენ პირებზე", -განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system