თავში

დავალაგოთ პოლიტიკოსების არეული - კამპანია წინასაარჩევნო პოსტერების ჩამოსახევად

დავალაგოთ პოლიტიკოსების კამპანია წინასაარჩევნო პოსტერების ჩამოსახევად
დავალაგოთ პოლიტიკოსების არეული - კამპანია წინასაარჩევნო პოსტერების ჩამოსახევად

სოციალურ ქსელში პანდემიით გამოწვეული საერთო საზოგადოებრივი მოდუნების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად ჩნდება ახალი ინიციატივები. ისინი საზოგადოებას სხვადასხვა საქმიანობებისა თუ იდეების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად Facebook-ის მომხმარებელმა მათე მაყაშვილმა გადაწყვიტა ჩამოხიოს შემორჩენილი წინასაარჩევნო პლაკატები და როგორც ქალაქის რეკრეაციას, ისე მეტალის ბოძებსა თუ ფასადებს შვება მოჰგვაროს. 

"დავალაგოთ პოლიტიკოსების არეული. იმედია, არავის ეწყინება თუ ამ პლაკატს ჩამოვხევ. მოგიწოდებთ შემომიერთდეთ. დღეში ერთი - 10 რომ ჩამოხიოთ ქალაქი ქალაქს დაემსგავსება", - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში მათე მაყაშვილი., 

ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში ყველა არჩევნების შემდეგომ პერიოდში მსგავსი ტიპის სამუშაოებს ატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system