თავში

ეკონომიკის სამინისტრო ,,საქნახშირს“ მოუწოდებს, მეშახტეებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაუროს

მეშახტეებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაუროს

მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

,,კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.

ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კი მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ,,საქნახშირმა".

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 30-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა. ისინი ამოსვლაზე უარს აცხადებენ, ვიდრე ხელფასს არ მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system