თავში

,,დავასუფთაოთ მსოფლიო" -საქართველო საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

,,დავასუფთაოთ მსოფლიო" -საქართველო საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა
,,დავასუფთაოთ მსოფლიო -საქართველო საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო წელსაც შეუერთდა.

ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება. საქართველო დასუფთავების მსოფლიო კამპანიებში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას და წელს, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ერთვება.

გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან შვედეთის, ესტონეთის ელჩები და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინოჩ ხობაძე.

კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, დასუფთავების აქციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს 1000-მდე ლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019”.

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად. დღეისათვის კამპანიაში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system