თავში

დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა

დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა
დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ბიზნესმენს დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტეცნიური სამსახური ავრცელებს.

"ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა.

15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system