თავში

დავფიქრდეთ, რა მარტივია ამის გაკეთება და რა აუცილებელი - ირმა სოხაძე "პრაიდის კვირეულზე"

დავფიქრდეთ, რა მარტივია ამის გაკეთება და რა აუცილებელი - ირმა სოხაძ
დავფიქრდეთ, რა მარტივია ამის გაკეთება და რა აუცილებელი - ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულზე

მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოება უფრო ლაღი და თავისუფალი უნდა იყოს. 

მისი თქმით, ლგბტქ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას და გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს.

"მინდა ვთქვა, რომ ჩემზე კონსერვატიულ ოჯახში ცოტაა აღზრილი, თუმცა მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს - მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია - რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ - ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვდიოთ. რას ითხოვს ეს ხალხი ასეთს, მე ვერ გავიგე, რატომ გვეზიზღება ადამიანები, რომლებსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ის ასეთია და სურს ამაზე ლაღად გამოთქვას აზრი. ვკითხულობ კომენტარებს და მეშინია ამ აგრესიის, მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში და არა მარტო "ლგბტ" თემის მიმართ. ეკლესიას და საპატრიარქოს ვერაფერს მოვუწოდებ, რა უფლება მაქვს ამის. მორწმუნეებს ვეტყვი, რომ გიყვარდეს მტერი - გვასწავლა ჩვენმა მაცხოვარმა. სოდომი და გომორი არის ძველი აღქმა, არ შევდივარ რელიგიურ წიაღსვლებში და თეოლოგიურ კამათში, მაგრამ ახალ აღქმაში არ არის ეს თემა წამოწეული, როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. ქრისტე, ჩვენი ღმერთი, იყო საოცრად მიმტევებელი, ყველა უყვარდა. ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველადთვლისო. მაგრამ უბედურება იცით რაშია? - ყველა უცოდველად თვლის თავს. დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა ქვას. დღეს ყველა თვლის, რომ უცოდველია და ვალდებულად თვლის თავს, დაიცვას რაღაცა - თვითონაც არ იცის, რა. მგონი ყველა უნდა დავფიქრდეთ და ვაცადოთ ამ ადამიანებს გამოხატონ აზრი, დავფიქრდეთ, რა მარტივია ამის გაკეთება და რა აუცილებელი," - განაცხადა ირმა სოხაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system