თავში

დავინახე როგორ დაეცა - რა მოხდა თემქაზე

დავინახე როგორ დაეცა - რა მოხდა თემქაზე
დავინახე როგორ დაეცა - რა მოხდა თემქაზე

"დავინახე როგორ დაეცა, შეშინებული ვიყავი," - იხსენებს Report.ge-სთან გუშინ, თემქაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი.

"ეს ბიჭი მეოთხეზე ცხოვრობდა, რომ გადმოხტა, აქ ვიყავი, ვმუშაობდი. დავინახე როგორ დაეცა, საღამოს ექვსის წუთები იყო, ჯერ შუშის მტვრევის ხმა გავიგე და მერე თვითონ გადმოვარდა. შეშინებული ვიყავი. ქალი მოვიდა ამბობდა დედამისი ვარო, მე არ ვიცნობდი. ჩხუბის ხმა, მის გვერდით მეზობელსაც არ გაუგია. ამბობენ, რომ ძალადობაზე იყო პატრული გამოძახებული. ორი პოლიციელი ბიჭი მოვიდა, ალბათ ეგონათ არაფერი იყო სერიოზული. ერთი პოლიციელი ხელის მტევანში დაჭრა, მე მივაწოდე ამ პოლიციელს წყალი. სასწრაფოც ამის გამო მოვიდა, თუმცა, პოლიციელი, როგორც კი ჩამოვიდა, ეს ბიჭი ფანჯრიდან გადმოხტა და სასწრაფოც მისკენ წავიდა," - უამბო Report.ge-ს თვითმხილველმა. 

ცნობისთვის, თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გამოძახებაზე მისულ პარტულ-ისპექტორს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მე-7 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system