თავში

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

"მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა ქართული ადვოკატურის განვითარების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ იურიდიული პროფესია ევროპის მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაიზარდოს გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით", - განაცხადა დავით ასათიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system