თავში

დავით ფურცხვანიძე ადვოკატმა დატოვა - დაკავებულის უფლებებს სხვა დაიცავს

დავით ფურცხვანიძე ადვოკატმა დატოვა - დაკავებულის უფლებებს სხვა დაიცავს
დავით ფურცხვანიძე ადვოკატმა დატოვა - დაკავებულის უფლებებს სხვა დაიცავს

ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე, რომელიც დღეს დააკავეს, ადვოკატმა დატოვა. მის იტერესებს თავდაპირველად გიგა სვანაძე იცავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სვანაძე დაკავებულის ადვოკატი აღარ იქნება. 

დღის განმავლობაში ის ფურცხვანძის ინტერესებს იცავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, განაცხადა, რომ ის მის უფლებებს აღარ დაიცავდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ხვალიდან ახალი ადვოკატი ეყოლება. მისი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

უკვე ყოფილი ადვოკატის ცნობით კი, ფურცხვანძე ბრალს არ აღიარებს. 

"დაკავებული ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა. საქმეში არაფერია დაფარული და მგონია, რომ ფურცხვანიძეს კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია" - განაცხადა ადვოკატმა გიგა სვანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ გარკვეული ფოტო-მასალ მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს. რამიშვილი აცხადებს, რომ ფოტოები 19 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ იმ დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტყეში არ დგას. 

დავით ფურცვანიძე, რომელმაც რამიშვილს აღნიშნული ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system