თავში

დავით საყვარელიძე: ექიმების ძალისხმევამ მიხსნა უმძიმესი სიტუაციიდან

დავით საყვარელიძე: ექიმების ძალისხმევამ მიხსნა უმძიმესი სიტუაციიდან
დავით საყვარელიძე: ექიმების ძალისხმევამ მიხსნა უმძიმესი სიტუაციიდან

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე 1 თვის განმავლობაში COVID-19-ის მწვავე ფორმას ებრძოდა. 

როგორც საყვარელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა და ექიმებმა მისი გამოყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან მოახერხეს.

"მეგობრებო, მივიღე უამრავი შეტყობინება და წერილი მივიღე კითხვით, თუ სად დავიკარგე. როგორც ადამიანს, რომელმაც ახლახანს გადავიტანე COVID-19-ის მწვავე ფორმა, ერთი თვე საავადმყოფოში გავატარე და აქედან 2 კვირა რეანიმაციულ განყოფილებაში, პირველ რიგში მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს და მთელ სამედიცინო პერსონალს. შეიძლება ითქვას, რომ მათმა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ მიხსნა უმძიმესი სიტუაციიდან, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ! ასევე, მადლობა ყველა ჩემს ახლობელს და მეგობარს, ვინც  ჩემს გვერდით იყო და დამეხმარა ამ რთული ეტაპის გადალახვაში. ყველას, ვისაც ეს ვერაგი ვირუსი შეხვდა, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. განსაკუთრებულ ქალბატონს, იულია ტიმოშენკოს, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. თქვენ ვირუსზე ძლიერი ქალბატონი ხართ და მის დამარცხებასაც შეძლებთ, " - წერს დავით საყვარელიძე Facebook გვერდზე 

ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მართვითი სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system