თავში

დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს
დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს.

ვარსკვლავის გახსნას დავით სოკოლოვი თავად ესწრებოდა. 

„ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. რომ ასეთი თავშეყრა ყოფილიყოს მარტო ჩემთვის კი არა, არა, მე სულ არ მაინტერესებს ეს, მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი გამოხედვა. მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი სიტყვიერი დამოკიდებულება ჩემდამი. მე მაინტერესებს იმის გახსენება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რისთვისაც ვაკეთებდით და როგორც ვაკეთებდით" – განაცხადა დავით სოკოლოვმა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.

მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system