თავში

დავით ზალკალიანი: ინდოეთის კლინიკა 2 წლის ანიტას ოპერაციაზე დაგვთანხმდა

დავით ზალკალიანი: ინდოეთის კლინიკა 2 წლის ანიტას ოპერაციაზე დაგვთანხმდა
დავით ზალკალიანი: ინდოეთის კლინიკა 2 წლის ანიტას ოპერაციაზე დაგვთანხმდა

ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკა ორი წლის ანიტა ფაციაციასთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა ინდოეთის ელჩს მოუწოდა, არ დარჩეს აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გაემგზავროს ინდოეთში. 

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მოქალაქე, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ერთ-ერთ კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული. ჩართულია შესაბამისი საელჩოები იტალიაში, ბელარუსში, ინდოეთში. მე ვთხოვე ინდოეთში ჩვენ ელჩს, არ დარჩეს დღევანდელ ჩვენ შეკრებაზე და გაემგზავროს ინდოეთში, რადგან ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვთანხმდა ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია იქნას ჩატარებული. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

2 წლის ანიტა დილატაციური კარდიომიოპათით არის დაავადებული. პაციენტი ოჯახთან ერთად ავსტრიაში იმყოფება. ანიტას მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system