თავში

დავით ზალკალიანი ლონდონში ქართულ დიასპორას შეხვდა

დიასპორას შეხვდა
დავით ზალკალიანი ლონდონში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა, სადაც შეხვედრა გამართა ლონდონში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მინისტრმა დიასპორის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მისი ვიზიტის დროს მ.წ. 21 ოქტომბერს მოეწერება.

მინისტრის შეფასებით შეთახმება ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით, რადგან შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა შორის ბევრი წარმატებული ადამიანია, საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მან ვრცლად ისაუბრა დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად სამინისტროს გეგმებზე, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მეტად გაძლიერებას და მათ დახმარებას იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა.

შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო-ბრიტანეთის გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის“ პარალელურად უკვე ამ შეთანხმებითაც განმტკიცდება.

დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, სამთავრობო პრიორიტეტების ასევე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში ახალ მისამართზე აგვისტოს დასაწყისში გადავიდა, საქართველოს მთავრობამ გაერთიანებულ სამეფოში საელჩოს შენობა 2018 წელს შეიძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system