თავში

დავით ზალკალიანი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

დავით ზალკალიანი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა
დავით ზალკალიანი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, არლემ დეზირს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან. მათ შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს ისეთ სფეროში როგორიც არის დეზინფომრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

განხილული იქნა საქართველოში არსებული მედიაგარემო, მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მ.წ. 9-10 ოქტომბერს ქ. თბილისში დაგეგმილ სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციას, რომელსაც საქართველო მე-16 წელია მასპინძლობს.

მედიაკონფერენცია, ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის მიერ არის ორგანიზებული და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system