თავში

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება
დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო.

წლის დასაწყისშივე ნატო-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system