თავში

დავით ზალკალიანი: პატივს მივაგებ ფრონტის ხაზზე მყოფ ყველა ჟურნალისტს

დავით ზალკალიანი: პატივს მივაგებ ფრონტის ხაზზე მყოფ ყველა ჟურნალისტს
დავით ზალკალიანი: პატივს მივაგებ ფრონტის ხაზზე მყოფ ყველა ჟურნალისტს

30 აპრილს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს.

„გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და სანდო ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღეს არსებული უპრეცედენტო და გლობალური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება წვდომა ზუსტ, სწრაფ და გადამოწმებულ ინფორმაციასთან“, – წერს დავით ზალკალიანი განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, არსებული კრიზისის პირობებში იმპერატიული მნიშვნელობა ენიჭება მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვებისა და ობიექტური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რისთვისაც სახელმწიფოებმა მედიასაშუალებისთვის უნდა უზრუნველყონ ინფორმაციასთან წვდომა, როგორც ამას „ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის შესახებ“ კონვენცია ითვალისწინებს. თავის განცხადებაში ზალკალიანი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები კრიზისის პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის შესახებ.

„მე პატივს მივაგებ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე კრიზისის ობიექტური გაშუქების მიზნით დღეს ფრონტის ხაზზე დგანან და აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას“, – წერს ზალკალიანი თავის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system