თავში

დავით ზალკალიანი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

დავით ზალკალიანი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
დავით ზალკალიანი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. 

„ჩვენი ფიქრებით თურქი ხალხის გვერდით ვართ და ვლოცულობთ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებს კი სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“- აღნიშნულია დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 200-ს გადააჭარბა დაშავებულთა რაოდენობამ. 

გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system