თავში

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრუს აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება და თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა არის უაღრესად პრიორიტეტული ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე რეგიონის განვითარებისთვის აუციელებელ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში საქარღველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობის საკითხები, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული გეოსტრატეგიული პროექტების უკეთ გამოყენების და პოზიციონირების მიზნით ორი ქვეყნის კოორდინირებულ ქმედებებს.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას და ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიური ეკონომიკური ურთიერთიბების განახლების შესაძლებლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები და შესაბამისი კომისიის მუშაობის განახლების შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა. მინისტრებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი კომისიის მოკლე დროში შეკრების შესახებ, სურვილი და გამოთქვეს იმედი კომისიის ფარგკებში საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკევთებისქ და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრის თაობაზე.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური ფორმატებში და ამ მხრივ ხაზი გაუხსვეს აზერბაიჯანი-საქარველო-თურქეთის სამხრივვი ფორმატის ეფექტიანობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system