თავში

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას მიმართა

დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიართა
დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას მიმართა

კოვიდპანდემია და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა. 

პირველმა დიპლომატმა, ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ გამოწვევებს და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანებული ძალებით შეძლებს პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეების დაძლევას.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიმართულებით მიმდინარე უპრეცედენტო გლობალურ თანამშრომლობას. ასევე მინისტრმა მადლიერება გამოხატა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისადმი, რომელმაც საქართველოს კოვიდ-19-თან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რუსული აგრესია და ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციული ქმედებები. რაც ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიას და გახშირებულ კიბერთავდასხმებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system