თავში

დავკარგე ყველაფერი, დავრჩი უსახლკაროდ! - ბესო ზანგური

დავკარგე ყველაფერი, დავრჩი უსახლკაროდ! - ბესო ზანგური
დავკარგე ყველაფერი, დავრჩი უსახლკაროდ! - ბესო ზანგური

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლი დაკარგა. მსახიობი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

„თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ… დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე როგორც, ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში.

დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უსახლკაროდ! გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით!“, – წერს ზანგური სოცქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system