თავში

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში

ექიმი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში

დეფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში. 

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთა ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა გუშინ დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს. 

დაკაცვებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system