თავში

დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა

დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა
დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ოსური „კგბ“-ს სააგენტო ავრცელებს. ირკვევა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, დაკავებულია კიდევ საქართველოს სამი მოქალაქე.

რამდენიმე საათის წინ, დაკავებულების საქმე, ახალგორის ე.წ. -მა სასამართლომ განიხილა. სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system