თავში

დეა კაპანაძე: თამარმა გამიმხილა, რომ თვითმკვლელობა სცადა

დეა კაპანაძე: თამარმა გამიმხილა, რომ თვითმკვლელობა სცადა
დეა კაპანაძე: თამარმა გამიმხილა, რომ თვითმკვლელობა სცადა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ამბობს, რომ ოჯახის ბრალდება, თითქოს მან რაღაც იცის და გამოძიებას უმალავს, სიმართლე არ არის. 

მისივე თქმით, წლების წინ, თამარმა მას გაუმხილა, რომ წარსულში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თამარისთვის მას დეტალები არ უკითხავს.

"რატომ  და რაში დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი ფსიქიკაზე მოქმედებს, ყველანაირად ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება, მესმის, რომ შვილი ჰყავთ მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი...  რაც ვიცოდი, პოლიციას ყველანაირად ვეხმარები, 5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია ჩვენება, ვცდილობ პატარა დეტალებიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოძიებას დაეხმაროს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყება მკითხავდა, დავაფიქსირე კიდეც პირველ და მეორე ჩვენებაში, რომ თავის მოკვლა გამორიცხული იყო, რადგან არ მეგონა, რომ გარდაცვლილს ვიპოვიდით, მერე როცა აღმოვაჩინეთ გარდაცვლილი, ფიქრიც სხვანაირად დავიწყე. 

ორი, თუ სამი წლის წინ იყო როდესაც აივანზე ვისხედით, გამიმხილა, რომ თვითმკვლელობა სცადა, ბედნიერი ვიყავი რომ ასეთი რაღაც გამიმხილა და ნამდვილად მეგობარი ვიყავი მისი. არ მინდოდა რომ უფრო დამემძიმებინა და აღარ ჩავეკითხე დეტალებს," - აცხადებს დეა კაპანაძე "რუსთავი 2-თან".

შეგახსენებთ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილის მეგობარი, დეა კაპანაძე შეშინებულია და ადვოკატს ეძებს

ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახმა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართადა გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

3 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system