თავში

,,ძალიან მაგარი გოგოა სალომე, აუცილებლად გამოჯანმრთელდება" - ბაჩანა შენგელია

,,ძალიან მაგარი გოგოა სალომე, აუცილებლად გამოჯანმრთელდება" - ბაჩანა შენგელია
,,ძალიან მაგარი გოგოა სალომე, აუცილებლად გამოჯანმრთელდება - ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზუგდიდში მომხდარ ავარიას ეხმაურება, რა დროსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი დაშავდა.

,,ძალიან მაგარი გოგოა სალომე. ალბათ არ არსებობს ზუგდიდში გაჭირვებული ოჯახი, სალომეს ხელი რომ არ გაემართა. პირადად შევსწრებივარ, თოვლში და ავდარში როგორ ურიგებდა საკვებს და აუცილებელ ნივთებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

არ ჩაივლის ეს სიკეთე უკვალოდ, აუცილებლად გამოჯანმრთელდება დღეს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებისგან და დაუბრუნდება მის ოჯახს და საყვარელ პატარას", - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია მართავდა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system