თავში

"დებილები მოვიშორე, ქოცებზე მეტად, თურმე, ეგენი მწყევლიდნენ" - გვარამია

"დებილები მოვიშორე, ქოცებზე მეტად, თურმე, ეგენი მწყევლიდნენ" - გვარამია
დებილები მოვიშორე, ქოცებზე მეტად, თურმე, ეგენი მწყევლიდნენ - გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ აგრესიული ტრამპისტები წყევლიდნენ და "მთავარ არხს" ვერ იტანდნენ. 

მისი თქმით, ასეთი ადამიანებისგან მეგობრების სია გაწმინდა და ადგილი გამოათავისუფლა. 

"ქართველი აგრესიული ტრამპისტებისგან გავწმინდე ფრენდლისტი, რომლებიც მწყევლიდნენ ტრამპზე ჩემი ტექსტების გამო და ჩემს არხზე ათასგვარ სიბინძურეს წერდნენ. ქოცებზე მეტად თურმე ეგენი მწყევლიდნენ, და ქოცებზე მეტად თურმე ეგენი ვერ იტანდნენ მთავარ არხს :))))))

აგრესიულ ტრემპისტობაზე, თან ახლა, უფრო დებილობა წარმოუდგენელი მგონია. მოკლედ, დებილები მოვიშორე და ფრენდლისტში ადგილებიც გამიჩნდა" - წერს გვარამია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system