თავში

,,დედაჩემს ურეკავენ, დანაშაული ჩაიდინაო, არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა" - კუპრაძე

,,დედაჩემს ურეკავენ, დანაშაული ჩაიდინაო, არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა" - კუპრაძე
,,დედაჩემს ურეკავენ, დანაშაული ჩაიდინაო, არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა - კუპრაძე

,,კომენდანტის საათის" დარღვევის გამო დამაჯარიმეს. შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისი ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთო. არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, უწყებიდან დაუკავშირდნენ და სამართალდარღვევის ოქმის განსახილველად პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს.

,,ჩემი ნომერი შსს-ს ბაზაშიც აქვთ და ბატმა და ღორმაც იცის, თბილისიდან ბათუმში ოჯახებში რეკვა, რა ტრენდია ასეთი ამორალური, რომელსაც ვერ მოეშვით!

პ.ს. დამირეკეს და ხვალ პოლიციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. 

დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე", - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system