თავში

დედაქალაქს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება

დედაქალაქს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება
დედაქალაქს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება

საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება.

დღეს, შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გააფორმა პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება.

ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს EBRD-სთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, EBRD გამოყოფს სესხს 80 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი და დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული თანხა გადაეცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სესხის სახით. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2022 წლის დეკემბერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system